KA030186750605617

**/***********/**** *
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიაშვილის
მოხსენებითი ბარათი
ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში წარმოადგენს ელექტრონული ჯანდაცვის ჰარმონიზაციის მიმართულების კოორდინატორს. 2016 წლის 17
ოქტომბრის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრთა შეკრებაზე და 18 ოქტომბრის მინისტერიალზე ქ.ბრიუსელში გადაწყდა, რომ 2017 წლის დასაწყისში აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) გაიმართებოდა თბილისში. ვორქშოფი გაიმართა ამა წლის 20-21 თებერვალს, რომელზეც გადაწყდა ჩატარებულიყო ელექტრონული ჯანდაცვის მიმდინარე მდგომარეობის კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ევროკომისიის დაფინანსებით კვლევა უკვე ჩატარდა და პირველადი შედეგები სახეზეა. აღნიშნული შედეგების პრეზენტაცია და ვალიდაცია უნდა მოხდეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, ამა წლის 14-15 სექტემბერს. სხდომას თავჯდომარეობს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ვორქშოფი გაიმართება სასტუმრო „საუკეთესო დასავლური არტ ჰოტელში“ (Best Western Tbilisi Art Hotel). დამსწრეთა სავარაუდო რაოდენობა იქნება 25 დელეგატი.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვორქშოფის პირველ დღეს, 14 სექტემბერს, 19:30 საათზე,   გაიმართოს სადილი სტუმრებისთვის.  

გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს ზემოაღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

პატივისცემით,

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მიხეილ ჯანიაშვილი